მექსიკა

მექსიკაში ტეოტიუაკანის პირამიდიდან შეიარაღებულმა პირმა ცეცხლი გახსნა, მოკლულია ერთი

მექსიკაში შეიარაღებულმა პირმა ცეცხლი გახსნა ტეოტიუაკანის პირამიდიდან, რომელიც ქვეყანაში ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ისტორიული ძეგლია.

გავრცელებულ ვიდეოში ჩანს, როგორ ისვრის თავდამსხმელი ერთ-ერთი პირამიდის კიბეებიდან.

მოკლულია, სულ მცირე, ერთი ადამიანი - 32 წლის ქალი, რომელიც კანადის მოქალაქეა. დაშავებულია, მინიმუმ, 13 პირი. დაშავებულთა შორის არიან კოლუმბიის, ბრაზილიის, აშშ-ს, რუსეთისა და კანადის სხვა მოქალაქეებიც. თავდამსხმელმა თავი მოიკლა.

მექსიკელმა სამართალდამცველებმა გამოაქვეყნეს მსროლელის სახელი და თქვეს, რომ ის მექსიკის მოქალაქეა. დამატებითი ინფორმაცია მის შესახებ არ გაუვრცელებიათ. 

მექსიკაში ცეცხლსასროლი იარაღით ჩადენილი დანაშაულის რიცხვი კარტელების აქტიურობის გამო მაღალია, თუმცა ტურისტულ ადგილებზე მსგავსი შემთხვევები იშვიათია. შვიდ კვირაში მექსიკაში FIFA-ს მსოფლიო თასის პირველი თამაში გაიმართება.

კომენტარები