გელა ხასაიას საქმე

გელა ხასაიას საპროცესო შეთანხმება გაუფორმდა – ის ციხეს სექტემბერში დატოვებს

გირჩი მეტი თავისულების წევრს, გელა ხასაიას საპროცესო შეთანხმება გაუფრომდა, ხასაია საპატიმროს სექტემბერში დატოვებს. 

საპროცესო შეთანხმებით მას 1 წლით პატიმრობა და 3 წელი პირობითი მსჯავრი მიესაჯა. ხასაიამ ბრალდება აღიარა.

"გელა ხასაიასთან საპროცესო შეთანხმება გაფორმდა - 1 წელი პენიტენციურ დაწესებულებაში იქნება და 3 წელი პირობითი.

7 თვეა ციხეშია. გელას მალე ვნახავთ, სექტემბერში გათავისუფლდება" - წერს მეგი დიასამიძე სოციალურ ქსელში.

შეგახსენებთ, რომ გელა ხასაია 2025 წლის 29 სექტემბრის გვიან საღამოს ჯანმრთელობის განზრახ მსუბუქი დაზიანების ბრალდებით დააკავეს.

კომენტარები