გირჩი-მეტი თავისუფლების წევრი, გელა ხასაია პატიმრობაში დატოვეს. დღევანდელ სხდომაზე მოსამართლე ირაკლი ხუსკივაძემ ხასაიასთვის და ამავე საქმეზე ბრალდებული ვასილ ქერდიყოშვილისთვის აღკვეთის ღონისძიების სახით შეფარდებული პატიმრობა გადასინჯა და ორივეს შემთხვევაში გადაწყვეტილება ძალაში დატოვა.
საქმეზე მომდევნო სასამართლო სხდომა 20 მარტს ჩაინიშნა.
შეგახსენებთ, რომ 2025 წლის 29 სექტემბრის გვიან საღამოს გირჩი-მეტი თავისუფლების წევრი, გელა ხასაია ჯანმრთელობის განზრახ მსუბუქი დაზიანების ბრალდებით დააკავეს.





