საქართველო-უკრაინა

ბოჭორიშვილი: საქართველოს აქვს თანმიმდევრული პოზიცია, რაც ეხება უკრაინის მხარდაჭერას

გვქონდა საუბარი ჩემს უკრაინელ კოლეგასთან, ასევე პრეზიდენტთან. ვისაუბრეთ ჩვენს ქვეყნებს შორის ურთიერთობებზე და იმ გამოწვევებზეც, რაც ჩვენს შორის არის და თუ რამდენად მნიშვნელოვანია, რომ განვავითაროთ ორ ქვეყანას შორის თანამშრომლობა.

საქართველოს მთელი ამ ხნის განმავლობაში აქვს თანმიმდევრული და მტკიცე პოზიცია, რომელიც ეხება უკრაინასთან დამოკიდებულებას, ასევე უკრაინის მხარდაჭერას და ასევე, მნიშვნელოვანია ჩვენთვის, რომ ვიხილოთ უკრაინული მხარის მხრიდან იგივე დამოკიდებულება.

თქვა ივანიშვილის საგარეო საქმეთა მინისტრმა, მაკა ბოჭორიშვილმა ჟურნალისტებთან.

ერევანში, ევროპული პოლიტიკური გაერთიანების სამიტის ფარგლებში, უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრი ანდრიი სიბიჰა და პრეზიდენტი ვოლოდიმერ ზელენსკი ივანიშვილის პრემიერს ირაკლი კობახიძეს და საგარეო საქმეთა მინისტრს, მაკა ბოჭორიშვილს შეხვდნენ.

კომენტარები