საქართველოს საპატრიარქო

მამა ანდრია: მოსაყდრის გამორჩევის მერე, პატრიარქი აქცენტებს მკარნახობდა - ამას ვიწერდი

დეკანოზი ანდრია ჯაღმაიძე

საპატრიარქოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის ხელმძღვანელი, დეკანოზი ანდრია ჯაღმაიძე ამბობს, აქვს წერილობით ჩანაწერი, რომელიც 2017 წელს სენაკისა და ჩხოროწყუს მიტროპოლიტის, შიო მუჯირის მოსაყდრედ გამორჩევის შემდეგ სატელევიზიო ეთერისთვის კათოლიკოს-პატრიარქ ილია მეორესთან ერთად გააკეთა.

მისი თქმით, პატრიარქი კარნახობდა რაზე გაეკეთებინა აქცენტი. ჩანაწერში საუბარია მოსაყდრის გამორჩევაზე, ასევე პატრიარქის ანდერძზე.

"2017 წელს, როდესაც 23 ნოემბერს პატრიარქმა სრულიად მოულოდნელად გამოაცხადა მოსაყდრის შესახებ, 24-ში სატელევიზიო ეთერი მქონდა TV პირველზე, პატრიარქმა დამისვა და მკარნახობდა რაზე უნდა გამეკეთებინა აქცენტი, რომ მკარნახობდა ამას ვიწერდი. 

ეს ფურცელი შენახული მაქვს, რაღაც ადგილებს წავიკითხავ აქედან: - "პატრიარქი, როდესაც დგება თანამდებობაზე, მაშინვე წერს ანდერძს მოსაყდრის შესახებ, ეს მერე იცვლება კიდეც. როდესაც დაფარულია ანდერძი, ქმნის გარკვეულ დაძაბულობას და მითქმა-მოთქმას, არის შემთხვევები, როცა იკარგება ანდერძი კიდეც. მაგალითად, ჩემს შემთხვევაში, პატრიარქმა დავითმა რამდენჯერმე მითხრა - შენზეა დაწერილი ანდერძი, თუ გინდა გაჩვენებო, არა-მეთქი, არ მინდა, შემდეგ დაიკარგა - დავითი ტყუილს რატომ მეტყოდა?! ამან შექმნა ნერვიული სიტუაცია და საჭირო გახდა სინოდს დავესახელებინე.

 

ასე რომ, წინათაც მომხდარა. ეს რომ არ მოხდეს, ვარჩიე დამესახელებინა ვინ იყო დაწერილი ანდერძში, რომ შეწყდეს - გასაღები ვისა აქვს და სარტყელზე აქვს შემობმული. ახლა დაწყნარდნენ, ყველამ იცის ვინ არის მოსაყდრე. მოსაყდრეც უნდა იყოს ფრთხილად, არ უნდა წარმოიდგინოს, რომ თვითონაა პატრიარქი, თორემ პატრიარქს აქვს უფლება შეცვალოს კიდეც. შეგდება გეგმა, ეს უნდა გააკეთოს მოსაყდრემ. მოსაყდრე დიდი დახმარებაა თუ სათანადოდ გაუძღვა, პატრიარქის და სინოდის დამხმარე, პირველი ეპისკოპოსი პატრიარქის შემდეგ, პირველი დამხმარე პატრიარქის ტახტზე"- თქვა დეკანოზმა ანდრიამ TV იმედის ეთერში.

კომენტარები