ბიძინა ივანიშვილის რეჟიმი

ირაკლი [დაჩი] ბერაია აუდიტის სამსახურის უფროსის პირველ მოადგილედ დაინიშნა

დაჩი ბერაია

ირაკლი [დაჩი] ბერაია აუდიტის სამსახურის უფროსის პირველ მოადგილედ დაინიშნა. ინფორმაციას სამთავრობო მედია ავრცელებს. 

2025 წლის 11 ივნისს, ივანიშვილის პარლამენტმა გენერალურ აუდიტორად ყოფილი გენერალური პროკურორი, გაერთიანებული სამეფოს მიერ დასანქცირებული გიორგი გაბიტაშვილი აირჩია

რაც შეეხება ირაკლი [დაჩი] ბერაიას, ის 2025 წლის 16 ივნისიდან შემოსავლების სამსახურის უფროსის პოსტს იკავდებდა.

იქამდე, ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის უფროსი იყო, სადაც 2025 წლის 3 აპრილს დაინიშნა

მანამდე კი, 2025 წლის 13 იანვარს, ივანიშვილის იუსტიციის იმ დროინდელმა მინისტრმა, ანრი ოხანაშვილმა ბერაია თავის მოადგილედ დანიშნა

ბერაია იყო  IX, X  და XI მოწვევის პარლამენტის დეპუტატი ქართული ოცნებიდან

კომენტარები