გენერალური აუდიტორი

ყოფილი გენპროკურორი, გიორგი გაბიტაშვილი გენერალურ აუდიტორად აირჩიეს

ყოფილი გენერალური პროკურორი, გაერთიანებული სამეფოს მიერ დასანქცირებული გიორგი გაბიტაშვილი სახელმწიფო აუდიტის სამსახურის გენერალურ აუდიტორად აირჩიეს. პლენარულ სხდომაზე მის კანდიდატურას მხარი ივანიშვილის 84-მა დეპუტატმა დაუჭირა, წინააღმდეგი კი არავინ იყო.

გაბიტაშვილი თანამდებობაზე 5 წლის ვადით აირჩიეს.

გაბიტაშვილი გენერალურ პროკურორად 2024 წლის ივლისში აირჩიეს, თანამდებობა კი 2025 წლის ივნისში დატოვა.

ყოფილი გენერალური აუდიტორი, ცოტნე ყავლაშვილი ივანიშვილის ფინანსთა მინისტრის, ლაშა ხუციშვილის მოადგილედ დაინიშნა.

კომენტარები