გელათის მეცნიერებათა აკადემიის აკადემიკოსი, დეკანოზი ბიძინა გუნია საზოგადოებრივი მაუწყებლის ეთერში ამბობს, რომ თუ პატრიარქობის კანდიდატი "თუნდაც 70 წლის და 9 თვის იყოს, ის 70 წლის არის მაინც".
"როდესაც წერია არაუმეტეს 70 წლისა, ანუ გაფართოებულ კრების დანიშვნის თარიღთან მიმართებაში. ე.ი. თუ ის პიროვნება არის 70 წლის, რა თქმა უნდა, შეიძლება, თუ ის 71 წლის გახდა ან 72-ის და მეტის...
დავუშვათ დაბადების დღე აქვს ადამიანს, არის 70 წლის და იმ დაბადების დღის შემდეგ ხდება 71 წლის, მანამდე თუნდაც ის 70 წლის და 9 თვის იყოს, ის 70 წლის არის მაინც. [მართვა-გამგეობის დებულებაში] წერია არაუმეტეს 70 წლისა, თუ ვინმეს იმ მომენტისთვის 71 და მეტი წელი შეუსრულდება, ის, რა თქმა უნდა, ამ დებულებით ვერ მიიღებს [მონაწილეობას კანდიდატად]". - განაცხადა მამა ბიძინამ.
ჟურნალისტის ჩაკითხვაზე "ვისაც, შესაძლოა, 1 თვეში ან 2 თვეში უსრულდებოდეს ის მიიღებს?". დეკანოზმა ბიძინამ უპასუხა: "იმ მომენტისათვის, როცა დაინიშნება გაფართოებული კრება, ათვლის წერტილი იქნება ის. ეს ხომ არ ვიცით როდის იქნება, ასე რომ, ეს დებულება დაცული იქნება, ჩემი აზრით".





