პატრიარქის არჩევნები

მეუფე შიოს უყვარს საქართველო და ზრუნავს ქართველ ერზე - მეუფე ანანია

"ღვთის შეწევნით, ხვალ ავირჩევთ ახალ პატრიარქს. ვფიქრობ, ყველაზე ბრძნული გადაწყვეტილება იქნება მიღებული, რაც შეიძლება იყოს. ჩვენი ხალხი გამოარჩევს საკუთარ პატრიარქს." - თქვა მეუფე ანანიამ.

TV პირველის ჟურნალისტის დასმულ კითხვაზე, რა გაურკვევლობა დარჩა მისთვის წმიდა სინოდში, მიტროპოლიტმა უპასუხა რომ არ იცის რა გაურკვევლობაა.

"50 წელი აქ ვართ, ვუყურებთ ერთმანეთს, ვიცნობთ... მეუფე შიოს უყვარს საქართველო და ზრუნავს ქართველ ერზე, ზოგადად საქართველოზეც. (...) მომავალი პატრიარქი უნდა იყოს მოყვარული." - განაცხადა მანგლისისა და თეთრი წყაროს მიტროპოლიტმა ანანიამ მოსაყდრეზე დასმული კითხვის საპასუხოდ.

ცნობისთვის, გაფართოებული კრება, სადაც ახალი პატრიარქის ვინაობას გავიგებთ 11 მაისს, 13:00 საათზე ჩატარდება.

მამა ანდრია ჯაღმაიძის განცხადებით, კრების შედეგს მეუფე ანანია გამოაცხადებს. 

კომენტარები