პატრიარქის არჩევნები

მეუფე იაკობი: აბსოლუტურად ყველა გვერიდოს, ღმერთთან სხვა ძალებს არ ჩავრევთ

მშვიდად იყავით, ჩვენი ეკლესია საიმედო ხელშია. ეკლესიის ძლიერება ვის აწყობს? ბოროტს ხომ არ აწყობს. იბრძვის იმისთვის, რომ ერთმანეთს გადაგვკიდონ და თუ გადავეკიდებით, მერე ადვილად დაგვშალოს. ეკლესია ის ძალა ვართ, რომელიც არც ჩვენთან მივცემთ უფლებას ამაზე წავიდნენ და გარეთ ხომ გამორიცხულია.

აბსოლუტურად ყველა გვერიდოს, ამას პირდაპირ ვეუბნები იმიტომ, რომ ღმერთთან სხვა ძალებს არ ჩავრევთ. ყველაფერი კარგად იქნება, უბრალოდ, ეს დღეები ქრისტესთან ერთად გავიაროთ. პატრიარქი თუ გვიყვარს, ეს სიყვარული გამოხატოთ იმით, რომ ღმერთს ვაჩვენოთ.

პატრიარქმა რა გვასწავლა ქართველებს? ყოველთვის ამბობდა - "ჩვენთან არს ღმერთი". ჩვენც ღმერთი დავინახოთ, ღმერთს მოვუსმინოთ და ღმერთს გავყვეთ. ჩვენ ხომ ქრისტეს ერი ვართ. ფრთხილად და მშვიდად ვიყოთ ეს დღეები.

თქვა ბოდბელმა ეპისკოპოსმა, მეუფე იაკობმა ქადაგების დროს.

კომენტარები