ქართული ოცენბა მორიგ ჯერზე თავს ესხმის გერმანიის ელჩს საქართველოში, პეტერ ფიშერს: "გერმანიის ელჩმა, ბოდიშს ვუხდი საზოგადოებას, პირდაპირი მნიშვნელობით, თავზე დაიხია ვენის კონვენცია" - ამბობს ქართული ოცნების უმრავლესობის ლიდერი, ირაკლი კირცხალია გაერთიანებული სამეფოს მიერ საქნცირებული სამთავრობო პროპაგანსიტული TV იმედის ეთერში.
"საბედნიეროდ, მგონი ივნისამდე აქვს [ვადა] და როგორმე გავუძლებთ მის პარტაქტივიზმს ივნისამდე. გერმანიის ელჩი, ბატონი ფიშერი, სამწუხაროდ არის ნაციონალური მოძრაობის ჩვეულებრივი პარტაქტივის წევრი, გერმანულენოვანი.
მან გადააბიჯა და ფეხქვეშ გათელა ყველა ის პრინციპი, რაც დიპლომატს შეეფერება, კონვენციაზე საერთოდ საუბარი არ მაქვს და ადამიანი, რომელიც მიზანმიმართულად ცდილობს, ორ ისტორიულად მეგობარ ქვეყანას შორის მაქსიმალურად დაანგრიოს ჯანსაღი ურთიერთობა. მაგრამ პეტერ ფიშერსაც ვეუბნებით იგივეს, რასაც ვეუნბებით სხვადასხვა ბიუროკარტიას, არარჩეულს, ბრიუსელში და არა მხოლოდ, პეტერ ფიშერი არ არის ჩვენთვის გერმანია და გერმანიის ხალხი" - ამბობს კირცხალია.
მისივე თქმით, ელჩი ფიშერი მოქემდებს იგივე დავალებით, რა დავალებითაც ოპოზიციურ ალიანსში შემავალი პარტიები.





