ქართული ოცნება

ზარქუა ალიანსზე: ერთი სტრატეგია აღმაშენებელია ახალი სახე, მეორე მე - ჩინეთის იმპერატორი

ერთი თხოვნა მაქვს მედიასთან - რა ცხრა პარტია გაერთიანდა? გაჩერდით! ხუმრობთ, ხუმრობთ - გასაგებია, მაგრამ ვიღაცამ შეიძლება სერიოზულად მიიღოს. რა ცხრა პარტია - ესენი არიან ჩვეულებრივი "ნაცმოძრაობა", რომელიც მათი პატრონების დაკვეთით სხვადასხვა სახით იყო გაფენილი. როგორ შეიძლებოდა ყოფილიყო ახალი სახე პოლიტიკაში "ნაცმოძრაობის" გენპროკურორი? როგორ შეიძლებოდა ყოფილიყო ახალი სახე "ნაცმოძრაობის" ზონდერი, ბატონი მელია? როგორ უნდა ყოფილიყო "ნაცმოძრაობის" უშიშროების საბჭოს მდივანი ბოკერია მის მეუღლესთან ერთად, ახალი სახე? ის ცუცქირიძე ახალი სახე არისო, კინაღამ მეც შევედი შეცდომაში - "ნაცმოძრაობის" 2008 წლის არჩევნების ჩვეულებრივი გამყალბებელი.

ეს არის ერთი დიდი მწვალებელთა პარტიის დანაყოფები და პირიქით, მადლობა მათ - ჩვენ, მმართველი პარტია, მივესალმებით მათ გაერთიანებას. ქართველი ხალხის თვალში, ვისაც ოდნავ მაინც ეჭვი ეპარებოდა იმაში, რასაც ვამბობდით, რომ ესენი არიან "კოლექტიური ნაცმოძრაობაო", ზუსტად ერთი-ერთში ახდა. ერთი კითხვა მაქვს: ის ბელადი სად ჰყავთ? თვითმარქვია პრეზიდენტი? რატომ არ არის ჩართული პროცესში? სად არის ქარტია? სად არის ხელმოწერები? სად არის ის რაღაც, რომ ანგრევდნენ ქვეყანას და გადატრიალებას აკეთებდნენ? სალომემ არ გაამართლა, მაგრამ ის მზეთუნახავი რატომ ჰყავთ გამოკეტილი იქ? სასაცილო მდგომარეობაში არიან, ვის აბოლებენ? რა ახალი სახეები, რა ახალი პარტია? რამდენჯერ გაერთიანდნენ და რამდენჯერ დაიშალნენ. ერთი "სტრატეგია აღმაშენებელია" ახალი სახე პოლიტიკაში და მეორე მე ვარ ჩინეთის იმპერატორი.

თქვა ივანიშვილის დეპუტატმა, ირაკლი ზარქუამ ჟურნალისტებთან საუბრისას, ინტერპრესნიუსის ცნობით.

9 ოპოზიციური პარტია გამარჯვების საერთო სტრატეგიასა და თანამშრომლობის წესებზე შეთანხმდა - ახალი, გირჩი-მეტი თავისუფლება, დროა, ევროპული საქართველო, ეროვნულ-დემოკრატიული პარტია, ერთიანი ნაციონალური მოძრაობა, თავისუფლების მოედანი, სტრატეგია აღმაშენებელი და ფედერალისტები.

კომენტარები