სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ცნობით, რუსი ოკუპანტების მიერ 2025 წლის 23 დეკემბერს კასპის მუნიციპალიტეტის სოფელ ზადიაანთკარის მიმდებარე ტერიტორიაზე უკანონოდ დაკავებული საქართველოს მოქალაქე თავისუფალია.
ის ცენტრალური ხელისუფლების მიერ კონტროლირებად ტერიტორიაზე იმყოფება.
"უკანონოდ დაკავებული საქართველოს მოქალაქის გათავისუფლების პროცესში აქტიურად გამოიყენებოდა ცენტრალური ხელისუფლების ხელთ არსებული ყველა რელევანტური ინსტრუმენტი. ასევე, საკითხი განხილული იყო ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების მექანიზმის ფორმატში გამართულ შეხვედრაზე". - ნათქვამია უწყების მიერ გავრცელებულ განცხადებაში.





