რუსული ოკუპაცია

ოკუპანტებმა შიდა ქართლში საქართველოს ერთი მოქალაქე უკანონოდ დააკავეს

რუსული საოკუპაციო ძალების წარმომადგენლებმა შიდა ქართლში საქართველოს ერთი მოქალაქე უკანონოდ დააკავეს. ინფორმაცია ტაბულას სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში დაუდასტურეს.

უწყების ცნობით, შემთხვევა დღეს, 30 დეკემბერს არა, გარკვეული პერიოდის წინ მოხდა და მუშაობენ მის გასათავისუფლებლად.

დამატებითი დეტალები ამ დროისთვის უცნობია.

კომენტარები