ცესკო

გიორგი კალანდარიშვილს სახელმწიფო დაცვა 2027 წლის 1-ელ იანვრამდე გაუხანგრძლივეს

გიორგი კალანდარიშვილი
კადრი ვიდეოდან / ტვ პირველი

ივანიშვილის მთავრობის 2026 წლის 23 იანვრის განკარგულებით, ივანიშვილის ცესკოს თავმჯდომარეს, გიორგი კალანდარიშვილს სახელმწიფო დაცვა 2027 წლის 1-ელ იანვრამდე გაუხანგრძლივდა. 

"სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის შესახებ საქართველოს კანონის მე-5 მუხლის მე-3 პუნქტის "ა" ქვეპუნქტისა და საქართველოს მთავრობის 2020 წლის 5 თებერვლის №73 დადგენილებით დამტკიცებული "სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის დასაცავ პირთა ნუსხის" მე-2 პუნქტის "ბ" ქვეპუნქტის შესაბამისად, საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის თავმჯდომარეს გიორგი კალანდარიშვილს დაენიშნოს/გაუგრძელდეს სახელმწიფო დაცვა შესაბამისი წინაპირობებიდან გამომდინარე საჭიროების გასვლამდე 2027 წლის 1 იანვრამდე პერიოდში, სახელმწიფო დაცვის მინიმალური სტანდარტების შესაბამისად" - ნათქვამია განცხადებაში.

დადგენილების თანახმად კალანდარიშვილის დაცვას სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახური უზრუნველყოფს. 

კომენტარები