ცესკო

ცესკოს წევრები სახელმწიფოსგან კომპენსაციას მიიღებენ – კანონპროექტი

ცესკოს წევრები სახელმწიფოსგან კომპენსაციას მიიღებენ - კანონპროექტის ავტორები და ინიციატორები ქართული ოცნების და ხალხის ძალის დეპუტატები გივი მიქანაძე, არჩილ გორდულაძე, ალექსანდრე ტაბატაძე, დავით მათიკაშვილი, რატი იონათამიშვილი, თორნიკე ჭეიშვილი, ალუდა ღუდუშაური, თენგიზ შარმანაშვილი და გურამ მაჭარაშვილი არიან. 

"ცესკოს წევრის კომპენსაცია ენიშნება პირს 65 წლის ასაკის მიღწევისას ან არანაკლებ 25 წლის შრომის საერთო სტაჟის შემთხვევაში, თუ იგი 5 წლის განმავლობაში უწყვეტად იყო ცესკოს წევრი, გარდა იმ პირისა, რომლის მიმართ არსებობს კანონიერ ძალაში შესული სასამართლო გადაწყვეტილება, რომლითაც დადასტურებულია მის მიერ საქართველოს საარჩევნო კანონმდებლობის დარღვევა.

ცესკოს წევრის კომპენსაციის ოდენობაა მოქმედი ცესკოს წევრის თანამდებობრივი სარგოს მესამედი" - წერია კანონპროექტში. 

კომენტარები