რაც შეეხება იმ გახმაურებულ დაკავებებს და განსაკუთრებით იმ დაკავებას, რომელიც დღეს ყოფილ პრემიერმინისტრთან დაკავშირებით განხორციელდა, ბუნებრივია, საკმაოდ მტკივნეული თემაა როგორც ჩემთვის პირადად, ისევე მთელი გუნდისთვის, თუმცა ის, რომ ქართული ოცნების გაცხადებული პოლიტიკაა კორუფციასთან ბრძოლა, ეს არავისთვის არახალია. შესაბამისად, ის დაპირება, მათ შორის, რაც ბოლო საპარლამენტო არჩევნებზე გაკეთდა, ასე ვთქვათ, ხორციელდება და ეს არ შეიძლება ვინმესთვის სასიხარულო იყოს.
ჩვენ ასევე ვიაზრებთ იმას, რომ ეს გარკვეულ კითხვის ნიშნებს შეიძლება ბადებდეს ამომრჩეველში, მაგრამ ეს კიდევ ერთხელ ვიმეორებ იმ გაცხადებული კორუფციასთან ბრძოლის ნაწილია, რაც ბოლო საპარლამენტო არჩევნების წინ იქნა გაცხადებული.
ყოფილი მაღალჩინოსნების საქმე
ბითაძე ღარიბაშვილის დაკავებაზე: მტკივნეული თემაა როგორც ჩემთვის, ისე გუნდისთვის





