თავისთავად ის სურათი, რომ ამ რეჟიმისვე განაცხადით და ვერსიით, მთელი ამ წლების განმავლობაში ქვეყანას მართავდა კორუმპირებული, ორგანიზებულ დანაშაულთან შერწყმული, მოღალატეების გუნდი. ანუ მთელი ივანიშვილის რეჟიმის საქმიანობა არის თვალნათელი მათივე ვერსიით. აქედან გამომდინარე, ადამიანი, რომელიც ასეთი ხალხით მართავდა ქვეყანას არ შეიძლება, დარჩეს ხელისუფლების სათავეში, ეს არის კატასტროფა მთელი ჩვენი ქვეყნისთვის, ყველა მოქალაქისთვის, განურჩევლად მათი დღევანდელი პოლიტიკური სიმპათიებისა. ეს არის რისი გააზრების გავრცელებაც მოხდება საზოგადოებაში, რომ არ შეიძლება ხელისუფლებაში იყოს კაცი, რომელიც, როგორც ცუდი პატრონი შინაურ ცხოველებს, ისე ექცევა საკუთარ ქვეყანას. უტიფრად თვითონ უგონებენ, რომ კი, ქურდები, კორუმპირებულები და კრიმინალები მყავდა დანიშნული ქვეყნის მმართველებად, ეს რეჟიმი უნდა დასრულდეს და უნდა დაიწყოს ქვეყნის ამ ჭაობიდან ამოსვლა. ეს არ იქნება მარტივი პროცესი, რეპრესიები გაღრმავდება, ამას ვხედავთ დღეს და დავინახავთ სამწუხაროდ მომავალშიც. საბოლოო ჯამში, ქართული საზოგადოების ნებას ვერ გაუძლებს ეს რეჟიმი, ოღონდ ყველას გვჭირდება ამ ნების ხელში დაჭერა და გზავნილის გავრცელება, რათა პროტესტი გაფართოვდეს.
ყოფილი მაღალჩინოსნების საქმე
ბოკერია: რეჟიმისვე ვერსიით, ამ წლების განმავლობაში ქვეყანას მართავდა მოღალატეების გუნდი
tbl.ge/7ckr
დაკოპირდა

თქვა პარტია ფედერალისტების თავმჯდომრემ, გიგა ბოკერიამ.
ცნობისთვის, ივანიშვილის სუს-ის ანტიკორუფციული სააგენტოს დირექტორის, ემზარ გაგნიძის ცნობით, მიმდინარე გამოძიების ფარგლებში ყოფილი პრემიერმინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი გამოკითხეს. გაგნიძის თქმით, ღარიბაშვილმა სრულად ითანამშრომლა გამოძიებასთან და აღიარა წლების განმავლობაში უკანონო შემოსავლების მიღების ფაქტი.
გიგა ბოკერიაპარტია ფედერალისტებიირაკლი ღარიბაშვილიქართული ოცნებაყოფილი მაღალჩინოსნების საქმესუსბიძინა ივანიშვილის რეჟიმი
ამავე თემაზე
- ბითაძე ღარიბაშვილის დაკავებაზე: მტკივნეული თემაა როგორც ჩემთვის, ისე გუნდისთვის
- კალაძე ღარიბაშვილზე: ძალიან მწყდება გული, თუმცა დაველოდოთ გამოძიებას
- კითხვებს ამომწურავი და დამაჯერებელი პასუხები გასცა - ადვოკატი ღარიბაშვილის გამოკითხვაზე
- "ჩხრეკის შედეგად ამოღებული არ არის თანხა" – ანდრია ლილუაშვილის ადვოკატი
- გორდულაძე ღარიბაშვილზე: ინდულგენცია ვერ იქნება ვერანაირი თანამდებობა




