მძიმეა ამ საკითხზე საუბარი კონკრეტული ადამიანიდან გამომდინარე და ეს ადამიანი ჩვენი ქვეყნის პრემიერმინისტრი იყო არაერთი წლის განმავლობაში... დიახ, მძიმე საკითხია ნამდვილად, ამავდროულად, ეს არის კონკრეტული სამართლებრივი საკითხია და შესაბამისად, ვერავინ ვერ გასცემს თქვენს კითხვებზე პასუხს, გარდა სამართალდამცავი ორგანოს წარმომადგენლებისა... უბრალოდ, შეუძლებელია, ჩვენ, პარლამენტის წევრებს გვქონდეს კონკრეტულ სისხლის სამართლის საქმეზე საქმეზე იმაზე მეტი ინფორმაცია, ვიდრე ეს არის საჯაროდ ცნობილი [...]
ჩვენი გუნდის ერთერთი მთავარი საკვანძო საკითხი, როდესაც ეხება საქმე კორუფციას და შესაძლო კორუფციულ დანაშაულებთან საქმეს (დავიცვათ ყველანაირი პრეზუმფცია), მიდგომა იქნება და არის უმკაცრესი, ეს არის ისეთი საკითხი, რომელთან დაკავშირებითაც ბატონი ბიძინა ივანიშვილი შემოვიდა, დაბრუნდა შესაბამისად პოლიტიკაში და ერთერთ მთავარ საკითხს გაუსვა ხაზი, პარტიის მოქმედი თავმჯდომარე და საქართველოს პრემიერმინისტრი ირაკლი კობახიძე შესაბამისად ამ საკითხს სვამდა არაერთი დღის და თვის განმავლობაში, შესაბამისად, ჩვენი გუნდიც სრულად ერთიანია, რომ ინდულგენცია ვერანაირად ვერ იქნება ვერანაირი პოზიცია, ვერანაირი თანამდებობა, ვერანაირი პროფესია და კანონის წინაშე ყველა ვართ თანასწორი.





