2025 წელს გარდაცვლილები

რეჟისორი რობ რაინერისა და მისი ცოლის "სავარაუდო მკვლელობის" ფაქტზე გამოძიება მიმდინარეობს

ამერიკელი რეჟისორი რობ რაინერი და მისი ცოლი, მიშელ რაინერი
AP Photo/Kevin Wolf

ცნობილი ამერიკელი რეჟისორი და ემის ჯილდოს მფლობელი მსახიობი, რობ რაინერი, რომლის შემოქმედებასაც მიეკუთვნება 1980-იანების რომანტიკული კომედია "როცა ჰარი შეხვდა სალის", "პატარძალი პრინცესა" და "დარჩი ჩემთან", 78 წლის ასაკში გარდაიცვალა. 

რაინერის და მისი ცოლის ცხედრები 15 დეკემბერს თავიანთსავე სახლში იპოვეს. მათი გარდაცვალება ლოს ანჯელესის მერმა გამოაცხადა, ხოლო ქალაქის პოლიციის დეპარტამენტმა განაცხადა, რომ რაინერების სახლში "სავარაუდო მკვლელობის" ფაქტზე გამოძიება მიმდინარეობს.

ლოს ანჯელესის პოლიციის დეპარტამენტის უფროსის მოადგილემ, ალან ჰამილტონმა თქვა, რომ გამომძიებლები ჩხრეკის ორდერის მოპოვებას ცდილობენ, რათა რაინერების სახლში "დანაშაულის ადგილის სრული გამოძიება" ჩაატარონ. 

ამერიკელმა კონგრესმენმა, ნენსი პელოსიმ რაინერსა და მის ცოლზე "სასიკვდილო თავდასხმის" შესახებ ცნობებს შოკისმომგვრელი უწოდა. ჰოლივუდის რეჟისორის გარდაცვალებას გამოეხმაურნენ კალიფორნიის გუბერნატორი გევინ ნიუსომი, ყოფილი ვიცეპრეზიდენტი კამალა ჰარისი და აშშ-ს ყოფილი პრეზიდენტი ბარაკ ობამა.

კომენტარები