ცნობილი შვედი კინომსახიობი, ბიორნ ანდერსენი 70 წლის ასაკში გარდაიცვალა.
ანდერსენმა საყოველთაო პოპულარობა 1971 წელს, ლეგენდარული იტალიელი კინორეჟისორის, ლუკინო ვისკონტის "სიკვდილი ვენეციაში"-ს კინოეკრანიზაციით მოიპოვა.
არსებული ინფორმაციით, ანდერსენი შაბათს, 25 ოქტომბერს გარდაიცვალა - ამის შესახებ შვედურ მედიას ბიორნ ანდერსონის შესახებ გადაღებული დოკუმენტური ფილმის თანარეჟისორმა, კრისტიან პეტრიმ მიაწოდა ინფორმაცია.
გარდაცვალების მიზეზი ამ დროისთვის უცნობია.





