74 წლის ასაკში ამერიკელი მუსიკოსი, გიტარისტი, ჯგუფ Kiss-ის დამფუძნებელი წევრი პოლ დენიელ "ეის" ფრეილი გარდაიცვალა.
ფრეილიმ მიმდინარე წლის 25 სექტემბერს საკუთარ სახლში გონება ორჯერ დაკარგა. 16 ოქტომბერს მედიაში გავრცელდა ინფორმაცია, რომ დაცემისას მუსიკოსს ტვინში სისხლჩაქცევა დაემართა და ის ხელოვნური სუნთქვის აპარატზეა შეერთებული. ახალი ამბის გავრცელებიდან რამდენიმე საათში ფრეილი გარდაიცვალა.
ფრეილი სკოლის ასაკიდან გიტარაზე უკრავდა. 1973 წელს გახდა ჯგუფ Kiss-ის ერთ-ერთი დამფუძნებელი წევრი, გიტარისტი და ბექვოკალისტი. მისი სასცენო პერსონაჟი იყო Space Ace. გლემ როკის საკულტო ბენდთან ერთად ფრეილიმ 9 წელი გაატარა.
Kiss-ის პარალელურად ავითარებდა სოლო კარიერას. 1978 წლიდან უკრავდა საკუთარ ბენდში Frehley’s Comet.
2014 წელს Kiss-ის სხვა წევრებთან ერთად გახდა როკ ენ როლის დიდების დარბაზის წევრი.





