ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ დაადგინა, რომ 2019 წლის 20 ივნისს, ე.წ გავრილოვის ღამეს 26 მოქალაქის საქმეზე დაირღვა ევროპული კონვენციის მუხლები წამების აკრძალვის, გამოხატვის თავისუფლებისა და შეკრებისა და მანიფესტაციის შესახებ.
სასამართლოს მიხედვით, საქართველოს სახელმწიფომ დაზარალებულებს ჯამში 646 000 ევრო უნდა გადაუხადოს.
დაზარალებულთა სია:
- ლექსო ჩანქსელიანი - €115 000
- დავით ქურდოვანიძე - €115 000
- გიორგი სულაშვილი - €105 000
- მაია გომური - €105 000
- ვახტანგ ბერიკაშვილი - €21 000
- მერაბ ცაავა - €20 000
- ბესლან კმუზოვი - €20 000
- ირაკლი გიორგაძე - €14 000
- ირაკლი ჩიკვილაძე - €14 000
- ზაზა სვანიძე - €10 000
- თამარ ბაღაშვილი - €10 000
- გურამ მურადოვი - €10 000
- ნიკოლოზ შარვაშიძე - €10 000
- დიმიტრი ფოჩხიძე - €9 000
- ირაკლი ხვადაგიანი - €9 000
- დავით შეყილაძე - €7 000
- თეიმურაზ დიდბერაშვილი - €7 000
- გვანცა ნემსაძე - €5 000
- ანა ვახტანგაძე - €5 000
- ნინო ხოზრევანიძე - €5 000
- გურამ გრიგალაშვილი - €5 000
- თორნიკე კოშკაძე - €5 000
- გიორგი ჭუმბურიძე - €5 000
- გელა ბოჩიკაშვილი - €5 000
- ეკატერინე აბაშიძე - €5 000
- გიორგი დიასამიძე - €5 000
მოსამართლეებმა ერთხმად დაუჭირეს მხარი, რომ წამების აკრძალვის შესახებ მუხლი ყველა იმ 24 მოქალაქის წინააღმდეგ დაირღვა, რომელმაც აღნიშნული მუხლით სასამართლოში საჩივარი შეიტანა.
ამასთან, სასამართლომ მე-10 მუხლის ფარგლებში დარღვევები დაადგინა პოლიციის მხრიდან ჟურნალისტების წინააღმდეგ ძალის გაუმართლებელი და არაპროპორციული გამოყენებიდან გამომდინარე.
ხოლო მე-11 მუხლის ფარგლებში დადგინდა 11 განმცხადებლის წინააღმდეგ აქციის დაშლის დროს ძალის გაუმართლებელი და არაპროპორციული გამოყენებაც.





