უნგრეთი-საქართველო

კალაძე: მადლობა ვიქტორ ორბანს სიმართლისთვის, რომელზეც მუდმივად საუბრობს

როდესაც დღევანდელ კონფერენციაზე მიწევს საუბარი, თბილისის, როგორც ევროპული ქალაქის ხვალინდელ დღეზე, მინდა პირველ რიგში ხაზი გავუსვა, იმ ფაქტს, რომ ევროპული ღირებულება არის არა ომი, უსამართლობა და პოლიტიკური შანტაჟი, არამედ ღირსება, სამართლიანობა, კანონის უზენაესობა, საკუთარი და სხვისი კულტურის პატივისცემა, მშვიდობისთვის ბრძოლა და განვითარებისთვის სწრაფვა.

მინდა, განსაკუთრებული მადლობა გადავუხადო უნგრეთს, საქართველოს მხარდაჭერისთვის, განსაკუთრებით ბოლოდროინდელ პროცესებში. მადლობა უნგრეთის პრემიერმინისტრს, ბატონ ვიქტორ ორბანს, სიმართლისთვის, რომელზეც მუდმივად საუბრობს. [...]

თბილისი იმავე კითხვებს სვამს, რასაც ბუდაპეშტი - სწორი მიმართულებით მივდივართ? როგორ შევინარჩუნოთ ბალანსი ცვლილებებსა და ისტორიულ მემკვიდრეობას შორის და ეს არ ეხება მხოლოდ ქალაქებს, დღეს ეს კითხვა პირველ რიგში პოლიტიკურ ჭრილში უნდა დაისვას, რათა ერთად შევძლოთ არამხოლოდ სწორი პასუხების პოვნა, არამედ ჩვენი იდენტობის დაცვა და შემდგომი განვითარება.

- განაცხადა ივანიშვილის მერმა, კახა კალაძემ ბუდაპეშტში კონფერენციაზე სიტყვით გამოსვლისას, რომელიც ევროპის ქალაქების ურბანულ განვითარებას შეეხება.

კომენტარები