უნგრეთი-საქართველო

ორბანი: ვაკვირდები კამათს არჩევნებზე – არავის გაუბედავს თქმა, რომ შედეგები არადემოკრატიულია

ვაკვირდები იმ კამათს, რაც არჩევნების შედეგების გამოცხადების შემდეგ ხდება, საერთაშორისო გამოხმაურებასაც ვეცნობი და შემიძლია ვთქვა, რომ არავის გაუბედავს იმის თქმა, რომ ეს არჩევნები ან მისი შედეგები რაიმე სახით არ იყო დემოკრატიული. იმ კრიტიკული აზრის გარდა, რაც გამოითქვა. ჩვენ უნგრელები ასევე ვაგზავნით არჩევნებში ჩვენს დამკვირვებლებს, ასე იყო საქართველოშიც. მე შევისწავლე ის ანგარიში, რომელიც უნგრელმა დამკვირვებლებმა წარმოადგინეს, ის ყველა ასპექტით იყო პოზიტიური - ამ ანგარიშში საუბარი იყო თავისუფალი, დემოკრატიული არჩევნების შესახებ საუბარი, ამიტომ, მინდა, მივულოცო საქართველოს პრემიერმინისტრს.

თქვა უნგრეთის პრემიერმინისტრმა, ვიქტორ ორბანმა საქართველოს პრემიერთან, ირაკლი კობახიძესთან ერთად მედიასთან გაკეთებულ განცხადებაში.

კომენტარები