კოალიცია ლელო-ძლიერი საქართველოს ერთ-ერთი ლიდერის, ალეკო ელისაშვილის საქმის პროკურორის მარიამ ბერძენიშვილის განცხადებით, თბილისის საქალაქო სასამართლოს მანდატურებს სხვადასხვა სახის დაზიანებები აღენიშნებათ, მათ შორის ნაკბენები.
პროკურორის თქმით, ელისაშვილის "ფაქტობრივი დაკავება განცორიცელდა მანდატურების მხრიდან, შემდეგ ჩაერთნენ საპატრულო პოლიციის თანამშრომლები".
"ამ შემთხვევაში ბრალდების მხარეს საქმეში მოეპოვება იმ მანდატურთა გამოკითხვის ოქმები, რომლებმაც უშუალოდ წაასწრეს ბრალდებულს დანაშაულებრივი ქმედების ჩადენის დროს - ამ შემთხვევაში ჩვენ ვაუბრობთ დასაუთებული ვარუდის სტანდარტით. მანდატურები გამოკითხვაში დეტალურად უთითებენ ყველაფერს - ბრალდებულის სასამართლოს ეზოდან კანცელარიის შენობაში შეღწევის მომენტიდან, მისი განიარაღების და განეიტალების დასრულებამდე.
[...] პირველივე მომენტი, როდესაც მან დაინახა მანდატური, რომელიც პირველი შევიდა სივრცეში, სადაც ალექსანდრე ელისაშვილი ცდილობდა ბენზინი დაესხა, პირველივე დაპირისპირება რაც შედგა, შემდეგ უნდა მას შეუერთდა ორი მანდატური და აქედან უკვე დაიწყო მცდელობა, როგორც გამოკითხვის ოქმებში წერია, გულ-მკერდის არისკენ წაიღო ხელი და ცდილობდა ცეცლსასროლი იარაღის ამოღებას, შესაბამისად ამ პროცესსი მოხდა მანდატურებისთვის ზიანის მიყენება. მათ შორის, ნაკბენები რაც აქვთ.
მანდატურებს აღენიშნებათ დაზიანებები, ნაკბენებიც აქვთ სახეზე და ერთ-ერთ მანდატურს აქვს ხელზე დაზიანება. ამ კუთხითაც, ორივე მანდატურთან მიმართებით, დანიშნულია სამედიცინო ექსპერტიზა". - განაცხადა პროკურორმა.
რაც შეეხება პროკურატურის მიერ გავრცელებულ კადრებს, პროკურორი ამბობს, რომ კადრები სხვადასხვა ლოკაციიდან გამოთხოვილი მასსალების ერთობლიობაა, მისი თქმით მუშაობენ ელისაშვილის ზუსტი მარშრუტის დადგენაზე.
"ეს არის სხვადასხვა ლოკაციიდან ამოღებული ვიდეოკამერების ჩანაწერები, მუშაობა გაგრძელდება, რომ დადგინდეს ალექსანდრე ელისაშვილის ზუსტი მარშრუტი. თავად ყოველ შემთხვევაში არ დაუსვამს კითხვის ნიშანი იმასთან დაკავშირებით ნამდვილად თვითონ არის თუ არა დაფიქსირებული ვიდეოკამერების ჩანაწერებში. მან დაადასტურა ყველაფერი, რაც ბრალშია ასახული, უბრალოდ კვალიფიკაციაში არ გვეთანხმება". - თქვა მან.
ჟურნალისტის შეკითხვას: იცვლის თუ არა სამოსს ალეკო ელისაშვილი რამე ეტაპზე? პროკურორმა უპასუხა, რომ ტანსაცმლის ფერს შორის სხვაობა გამომდინარეობს იქიდან, რომ ქუჩაში დამონტაჟებულია ღამის ხედვის კამერები, რომლებიც ფერს განსხვავებულად აღიქვამს.
ელისაშვილს პროკურატურამ ბრალდება ტერორიზმის მუხლით წარუდგინა, კერძოდ უწყება პოლიტიკოსს ტერორისტული აქტის ჩადენის მცდელობას ედავება. გამოძიების თანახმად, ელისაშვილმა თბილისის საქალაქო სასამართლოს კანცელარიის შენობის დაწვა სცადა და დაზიანებები მიაყენა მანდატურის სამსახურის თანამშრომლებს.
პირველ დეკემბერს თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლე ლელა მარიდაშვილმა კოალიცია ლელო-ძლიერი საქართველოს წევრს, ალეკო ელისაშვილს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეუფარდა.
ცნობისთვის, ლელო ძლიერი საქართველოს ერთ-ერთი ლიდერი, ალეკო ელისაშვილი, 29 ნოემბერს დააკავეს.





