ელისაშვილის სასამართლოს საქმე

კუპრაძე ელისაშვილზე: დააზიანა პარტიის ინტერესებიც და შესაძლოა, პროტესტის ინტერესებიც

ალეკო ელისაშვილის შესახებ მე ვიცი 3 რამ. პირველი ის, რომ ალეკო ელისაშვილი ძებნილად არის გამოცხადებული პუტინის რუსეთში და აქვს იგივე ბრალდება წაყენებული, რაც ივანიშვილის ხელისუფლების მხრიდან. პუტინის რეჟიმი და ივანიშვილი ედავებიან ერთი და იგივე ბრალს ალეკო ელისაშვილს.

მეორე, რაც ალეკო ელისაშვილის შესახებ ვიცი, არის ის, რომ მას საჯაროდ ჰყავს ნაცემი სუს-ის ახლანდელი უფროსი მამუკა მდინარაძე და ქართული ოცნების წარმომადგენელი, როგორც ბოღმით და შურისძიებით სავსე შეიძლება ამასთან გვქონდეს შეხება.

მესამე, მე ვიცი, რომ ალეკო ელისაშვილი არის საქართველოს, პატრიოტი, ვაჟკაცი მოქალაქე და ეს დღეს მისი გამოსვლითაც დადასტურდა, მან ბოდიში მოუხადა ოჯახს, პარტიას რომელიც დარტყმის წიანშე დააყენა. ჩვენ გვაქვს ძალიან ცალსახა პოზიცია, რომ მისი პროტესტის ამ ფორმას არ ვიზიარებთ. 

თუმცა ივანიშვილს მართებს დაფიქრება იმაზე, რომ სასოწარკვეთილი მოქალაქე, რომელსაც ჩაგრავს წლების განმავლობაში და არ აძლევს შესაძლებლობას სიმართლის და სამართლის პოვნის, არსად, არც პროკურატურაში, არც სასამართლოში და არცერთ სახელმწიფო უწყებაში, მისთვის ბევრად უფრო საშიშია. სასოწარკვეთამდე მოქალაქეების მიყვანა, მხოლოდ და მხოლოდ, ივანიშვილს და საქართველოს ეროვნულ ინტერესებს დააზარალებს.

[...] მიგვაჩნია, რომ ეს არი იყო პროტესტის სწორი ფორმა, ამან თავის მხრივ, დააზიანა პარტიის ინტერესებიც და მათ შორის, შესაძლოა, პროტესტის ინტერესებიც. ჩვენი განცხადებული პოზიციაა, რომ ყოველთვის უნდა ჰქონდეს, პროტესტსს თავისი გაცხადებული მშვიდობიანი ხაზი.

განაცხადა კოალიცია ლელო-ძლიერი საქართველოს გენერალურმა მდივანმა, ირაკლი კუპრაძე ალეკო ელისაშვილის სასამართლო პროცესის დასრულების შემდეგ.

კომენტარები