ახლა ქართველი ხალხი ვითხოვთ პასუხს და მოველით ალდესგან და ევროპული ძლებისგან, გვითხრან, ტერორიზმი არის თუ არა ევროპული ღირებულება. ვინაიდან, ადამიანი, რომელმაც აღიარა ტერორისტული აქტის ჩადენა, მას საკუთარი პარტია ანუ პარტია მოქალაქეები არ ემიჯნება, ესე იგი ეს პარტია არის ტერორისტის მფარველი პარტია. მეორე, თუკი მას არ ემიჯნება მისი კოალიციური პარტნიორი, ის გუნდი, რომელშიც ის დღემდე ირიცხება, მას არ ემიჯნება, ესე იგი, ესეც არის ტერორისტის მფარველი. და თუკი მას არ ემიჯნება ის პოლიტიკური გაერთიანება, რომლის წევრიც არის ეს კოალიცია, ესე იგი, ისინიც არიან ტერორიზმის მფარველები.
მე პირადად დაველოდები ხუთშაბათი, პარასკევი. ეს კვირა მგონი კიდევ დრო აქვთ. ორშაბათამდე არ იქნება გამიჯვნა, გარიცხვა, მაშინ ორშაბათიდან როგორც მოქალაქეები, ისე ძლიერი საქართველოს გაერთიანება, ისე ალდე, ჩემს რიტორიკაში მოხსენიებულნი იქნებიან, როგორც ტერორისტის მფარველები. ასე რომ, ორშაბათამდე აქვთ დრო, ორშაბათიდან ისინი უკვე ოფიციალურად გახდებან ტერორისტების მფარველი ორგანიზაციები და ამას ყოველ განცხადებაზე შევახსენებთ.
ელისაშვილის სასამართლოს საქმე
პაპუაშვილი: ელისაშვილს თუ არ გარიცხავენ, პარტია, ლელო, ALDE გახდებიან ტერორისტის მფარველი





