ელისაშვილის სასამართლოს საქმე

ელისაშვილს ედავებიან ტერორიზმს, რაც ითვალისწინებს 10-დან 15 წლამდე პატიმრობას - ადვოკატი

ადვოკატის ცნობით, ალეკო ელისაშვილს ბრალი გადაუკვალიფიცირეს და მას ტერორიზმს ედავებიან, როგორც ადვოკატმა ჟურნალისტებთან საუბრისას განმარტა, ელისაშვილი არ აღიარებს ბრალს. 

"მოგვეცა საშუალება გავცნობოდეთ ბრალის დადგენილებას, როგორც ჩვენთვის გახდა ცნობილი, ალექსანდრე ელისაშვილს ედავებიან ტერორიზმს, ეს არის სისხლისსამართლის დანაშაული, 19-323-ე მუხლის პირველი ნაწილი, რომელიც ითვალისწინებს 10-დან 15 წლამდე პატიმრობას.

რა თქმა უნდა, ელისაშვილი არ აღიარებს ბრალს. ის აღიარებს ქმედებას არათუ ბრალს და არათუ იმ დანაშაულს. ის თვლის, რომ საერთოდ დანაშაული ამ შემთხვევაში მას არ აქვს ჩადენილი და ეს იყო უბრალოდ პროტესტის გამოხატვის ფორმა. რაც შეეხება ტერორიზმს, ეს არის აბსურდული. მანამდე იყო დაწყებული 187-ე მუხლის მეორე ნაწილის "ა" ქვეპუნქტით, რომელიც ითვალისწინებდა 3-დან 6 წლამდე, თუმცა, როგორც ჩანს, არ ეყოთ ეს სანქცია და გადაუკვალიფიცირეს ტერორიზმის მუხლით." - ამბობს ადვოკატი, გიორგი რეხვიაშვილი.

ცნობისთვის, ლელო ძლიერი საქართველოს ერთ-ერთი ლიდერი, ალეკო ელისაშვილი, 29 ნოემბერს დააკავეს, შსს-ს ცნობით, მან თბილისის საქალაქო სასამართლოს კანცელარიის შენობის დაწვა სცადა.

კომენტარები