4 ოქტომბერი

პატიმრობაში რჩება 4 ოქტომბრის საქმესთან დაკავშირებული კიდევ 23 პირი

ტაბულა

4 ოქტომბრის საქმესთან დაკავშირებული 13 პირი მოსამართლემ პატიმრობაში დატოვა.

გადაწყვეტილება მოსამართლე ლელა კალიჩენკომ მიიღო.

ამავე საქმეზე ბრალდებული 2 პირი - გიორგი ჩახუნაშვილი და ია დარახველიძე გირაოს სანაცვლოდ არიან გათავისუფლებულები.

საქმეზე ბრალდებულები არიან: დავით ჟღენტი, ალექსანდრე გოგოლაძე, კახაბერ მჟავანაძე, ევა შაშიაშვილი, დავით სტურუა, გოჩა ყატაშვილი, სულხან აბრალავა, კოსტანტინე კოკაია, გიორგი ჩახუნაშვილი, ზაქრო ალბუთაშვილი, ია დარახველიძე, დათო ღურწკაია, გენადი კელიხაშვილი, რამაზ ჯორბენაძე და ჯანდრი თირქია.

პატიმრობაში დარჩა ამავე საქმეზე ბრალდებული კიდევ 10 პირი. 

გადაწყვეტილება მოსამართლე მეია მელქაძემ მიიღო.

ამ საქმეში ბრალდებულია 12 პირი, თუმცა მარიამ მეყანწიშვილი გირაოს სანაცვლოდ არის გათავისუფლებული, ანტონ უპერი კი მიმალვაში იმყოფება, მას პატიმრობა დაუსწრებლად აქვს შეფარდებული.

საქმეზე ბრალდებულები არიან აბო ნავერიანი, ვახტანგ ფიცხელაური, გურიელ ქარდავა, ალექსანდრე ხაბეიშვილი, ბექა ქელეხსაშვილი, ნანა სანდერი, მამუკა ლაბუჩიძე, გიორგი მულაძე, მარიამ მეყანწიშვილი, ავთანდილ სურმანიძე, ანტონ უპერ და თემურ ქურციკიძე.

კომენტარები