რუსეთ-უკრაინის 2022-26 წლის ომი

პესკოვი: ვინც უიტკოფის გათავისუფლებას ითხოვს, სამშვიდობო მოლაპარაკებების ჩაშლა სურს

კრემლის სპიკერი, დმიტრი პესკოვი ირწმუნება, რომ ვინც ჩანაწერების გავრცელების შემდეგ აშშ-ს პრეზიდენტის სპეციალური წარმომადგენლის, სტივ უიტკოფის გათავისუფლებას ითხოვს, სამშვიდობო მოლაპარაკების ჩაშლა სურთ.

"პირველ რიგში, არაფერი საშინელება იქ არ ყოფილა, იმისგან განყენებულად რომ ვთქვათ, მართალია ეს [ჩანაწერი] თუ არა... სხვათა შორის, თავად პრეზიდენტმა ტრამპმა უიტკოფი ირიბად დაიცვა - ეს მომლაპარაკებლის ჩვეულებრივი საქმიანობაა" - თქვა პესკოვმა.

"ალბათ, იმ ხმებს, ვინც ახლა უიტკოფის გათავისუფლების [მოწოდებით] გამოჩნდნენ, მიზნად აქვთ დასახული პირველ რიგში ის, რომ ჩაშალონ სამშვიდობო მოლაპარაკებების მეშვეობით რეგულირებისთვის არსებული, ჯერჯერობით, მცირე ტენდენციები. რა თქმა უნდა, გამოჩნდება ბევრი ადამიანი, ვინც არაფრისგან შეიკავებს თავს, რათა ეს პროცესი ჩაშალოს" - თქვა პესკოვმა.

აქამდე Bloomberg-მა გამოაქვეყნა ორი ჩანაწერი, რომელიც უკრაინის სამშვიდობო მოლაპარაკებებზე აშშ-სა და რუსეთის პრეზიდენტების წარმომადგენლების საუბრის ტრანსკრიპტს მოიცავდა. ერთ-ერთში აშშ-ს პრეზიდენტის წარმომადგენელი, სტივ უიტკოფი, ვლადიმირ პუტინის დამხმარეს, იური უშაკოვს დონალდ ტრამპთან ურთიერთობისთვის რჩევებს აძლევდა. მეორეში კი უშაკოვი და პუტინის სპეციალური წარმომადგენელი, კირილ დმიტრიევი განიხილავდნენ, როგორ უნდა გადაეცათ აშშ-სთვის საკუთარი პოზიციები არაფორმალურად. უშაკოვი და დმიტრიევი ირწმუნებიან, რომ ჩანაწერი ყალბია.

კომენტარები