რუსეთ-უკრაინის 2022-26 წლის ომი

ვიღაც ჟონავს, ვიღაც უყურადებს, მაგრამ არა ჩვენ – უშაკოვი გავრცელებულ ჩანაწერზე

იური უშაკოვი
RBC.ua

რუსეთის პრეზიდენტის, ვლადიმირ პუტინის დამხმარემ, იური უშაკოვმა თქვა, რომ არ იცის, საიდან აქვს Bloomberg-ს აქამდე გავრცელებული ჩანაწერები. აქამდე მედიასააგენტომ გამოაქვეყნა ჩანაწერის ორი ტრანსკრიპტი, ერთ-ერთში უშაკოვი აშშ-ს პრეზიდენტის სპეციალურ წარმომადგენელს, სტივ უიტკოფს ესაუბრებოდა, მეორეში კი პუტინის სპეციალურ წარმომადგენელს, კირილ დმიტრიევს.

"ვიღაც ჟონავს, ვიღაც უყურადებს, მაგრამ არა ჩვენ." - უპასუხა უშაკოვმა ჩანაწერთან დაკავშირებულ შეკითხვას, რომელიც ტელეკომპანია Россия-ს კორესპონდენტმა, პაველ ზარუბინმა დაუსვა.

უშაკოვს პირდაპირ არ გაუცია პასუხი ჩანაწერის ავთენტურობასთან დაკავშირებით. მან თქვა, რომ საკმაოდ ხშირად საუბრობს ტრამპის წარმომადგენელთან, მაგრამ საუბრის შინაარსზე კომენტარს არ გააკეთებს. უშაკოვის აზრით, მსგავს "გაჟონვებს" "ხელის შესაშლელად" აქვეყნებენ.

"არ მგონია ამას ურთიერთობის გასაუმჯობესებლად აკეთებდნენ." - თქვა უშაკოვმა.

ასევე უშაკოვმა დაადასტურა, რომ უიტკოფი მოსკოვს ესტუმრება, რათა ვლადიმირ პუტინს შეხვდეს. უშაკოვის თქმით, "მიღწეულია წინასწარი შეთანხმება", რომ უიტკოფი მოსკოვში მომდევნო კვირას ჩავა და მას თან ახლდებიან ტრამპის ადმინისტრაციის წარმომადგენლები, "რომლებიც დაკავშირებული არიან უკრაინის ამბებთან".

აქამდე Bloomberg-მა გამოაქვეყნა ორი ჩანაწერი. ერთ-ერთში უიტკოფი უშაკოვს დონალდ ტრამპთან ურთიერთობისთვის რჩევებს აძლევდა. მეორეში კი უშაკოვი და დმიტრიევი განიხილავდნენ, როგორ უნდა გადაეცათ აშშ-სთვის საკუთარი პოზიციები არაფორმალურად.

კომენტარები