იანვრიდან ბიზნესომბუდსმენი ივანიშვილის ეკონომიკის სამინისტროს შემადგენლობაში გადავა. ამის შესახებ ივანიშვილის პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა განაცხადა.
"ახალი ინსტიტუციური მოწყობის ფარგლებში, 2026 წლის 1-ელი იანვრიდან ბიზნესომბუდსმენი ეკონომიკის სამინისტროს შემადგენლობაში გადავა. ეს ბიზნესის საჭიროებებზე უფრო ოპერატიულ რეაგირებასა და პოლიტიკურ დონეზე უკეთ კოორდინაციას უზრუნველყოფს". - თქვა პაპუაშვილმა.
დღევანდელ ბრიფინგზე პაპუაშვილმა რამდენიმე საკანონმდებლო ცვლილების შესახებ ისაუბრა. მისი თქმით, ცვლილებების მიღებას ივანიშვილის პარლამენტი მიმდინარე წლის ბოლომდე გეგმავს.





