ბიზნესომბუდსმენი

დანელია ქვრივიშვილის მრჩევლად დაინიშნება და ბიზნესომბუდსმენის მოვალეობას შეასრულებს

ოთარ დანელია
სოფლის მეურნეობის სამინისტრო

ბიზნესომბუდსმენის აპარატის ლიკვიდაციის შემდეგ, მოქმედი ბიზნესომბუდსმენი ოთარ დანელია ეკონომიკის მინისტრის მრჩევლად დაინიშნება და ბიზნესომბუდსმენის მოვალეობას შეასრულებს.

კანონპროექტის განმარტებით ბარათის მიხედვით, დანელია თანამდებობას 2026 წლის 1 იანვრიდან დაიკავებს.

"2025 წლის 31 დეკემბერს თანამდებობაზე მყოფი ბიზნესომბუდსმენი 2026 წლის 1 იანვრიდან მიღებულ იქნეს საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მრჩევლად და შეასრულოს ბიზნესომბუდსმენის უფლებამოსილება. 2026 წლის 1 იანვრიდან თანამდებობებიდან გათავისუფლდნენ ბიზნესომბუდსმენი და მისი მოადგილეები და მიეცეთ კომპენსაცია 3 თვის თანამდებობრივი სარგოს ოდენობით.

საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით 2026 წლის 1 იანვრიდან ლიკვიდირებულ იქნეს საქართველოს ბიზნესომბუდსმენის აპარატი. ლიკვიდაციის შედეგად საქართველოს ბიზნესომბუდსმენის აპარატიდან გათავისუფლებულ თანამშრომლებს მიეცეთ კომპენსაცია 3 თვის თანამდებობრივი სარგოს ოდენობით.

საქართველოს მთავრობამ უზრუნველყოს საქართველოს ბიზნესომბუდსმენის აპარატის ბალანსზე რიცხული ქონების, მატერიალურ-ტექნიკური ბაზისა და აპარატის კუთვნილი დოკუმენტაციის 2026 წლის 1 იანვრიდან განკარგვისთვის საჭირო ღონისძიებების განხორციელება. ამ პუნქტით გათვალისწინებული ღონისძიებების განხორციელების წესს ადგენს საქართველოს მთავრობა." - ნათქვამია კანონპროექტში.

შეგახსენებთ, 1 აგვისტოდან მრჩევლების თანამდებობა ანაზღაურებადი აღარ არის.

დანელია ბიზნესომბუდსმენად 2022 წელს დაინიშნა. 

ოთარ დანელიას ბიოგრაფია:

2021 - 2022  - საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო - მინისტრის პირველი მოადგილე

2021 - 2022 - საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს, სსიპ მინერალური რესურსების ეროვნული სააგენტოს უფროსი

2016-2020 - საქართველოს პარლამენტის დეპუტატი ქართული ოცნებიდან.

2014-2016 - სოფლის მეურნეობის  მინისტრი

2014 - სოფლის მეურნეობის მინისტრის პირველი მოადგილე

2014 - საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მომსახურების სააგენტოს დირექტორი

2013 - 2014 - საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს საფინანსო და ლოჯისტიკური დეპარტამენტის უფროსის მოადგე

კომენტარები