ბიზნესომბუდსმენი

ბიზნესომბუდსმენმა ირაკლი ლექვინაძემ თანამდებობა დატოვა

ბიზნესომბუდსმენმა ირაკლი ლექვინაძემ და მისი მოადგილემ ლევან კალანდაძემ თანამდებობები დატოვეს. ინფორმაციას პოსტიდან წასვლის შესახებ ლექვინაძე სოციალურ ქსელში აქვეყნებს. ლექვინაძის თქმით, მისი წასვლა სპოტანურად მიღებული გადაწყვეტილება არ არის და ალტერნატიულ გეგმებს უკავშირდება, რომლის შესახებაც უახლოეს მომავალში ისაუბრებს.

"22 თვიანი მუშაობის პერიოდში ჩვენმა აპარატმა 565 საქმე განიხილა, რომელთაგანაც 300 ზე მოვახდინეთ შესაბამისი რეაგირება და 68% ში ბიზნესის მოთხოვნები სრულად ან ნაწილობრივ იქნა დაკმაყოფილებული," - წერს ლექვინაძე. 

ტაბულას წყაროს ინფორმაციით, ახალი ბიზნესომბუდსმენი მიხეილ დაუშვილი იქნება, რომელიც შსს-ს საინფორმაციო-ანალიტიკური დეპარტამენტის დირექტორია.

ბიზნესომბუდსმენს პრემიერმინისტრი ნიშნავს. 

კომენტარები