პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახური

ოცნება პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახურს აუქმებს

ივანიშვილის წარმომადგენელის, შალვა პაპუაშვილის განცხადებით, უქმდება პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახური, ხოლო მისი ფუნქციები სრულად გადაეცემა სახელმწიფო აუდიტის სამსახურს.

"2026 წლის 2 მარტიდან უქმდება პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახური.

მისი ფუნქციები სრულად გადაეცემა სახელმწიფო აუდიტის სამსახურს, როგორც დამოუკიდებელ კონსტიტუციურ ორგანოს. როგორც დამოუკიდებელი კონსტიტუციური ორგანო, აუდიტის სამსახური სარგებლობს ინსტიტუციური დამოუკიდებლობის გაცილებით მაღალი ხარისხით, რაც სრულ თანხვედრაშია საერთაშორისო სტანდარტებთან". - თქვა პაპუაშვილმა.

ოცნების საკანონმდებლო ცვლილებების მიხედვით, მარტიდან ასევე უქმდება ივანიშვილის ანტიკორუფციული ბიურო. მისი ფუნქციები ასევე სრულად გადაეცემა სახელმწიფო აუდიტის სამსახურს.

კომენტარები