ბიზნესომბუდსმენი

ღარიბაშვილმა ბიზნესომბუდსმენად სოფლის მეურნეობის ყოფილი მინისტრი ოთარ დანელია დანიშნა

საქართველოს პრემიერმინისტრმა, ირაკლი ღარიბაშვილმა ბიზნესომბუდსმენად ოთარ დანელია დანიშნა. დანელია დღემდე ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის პირველი მოადგილის თანამდებობას იკავებდა, 2014-2016 წლებში კი ის სოფლის მეურნეობის მინისტრი გახლდათ.

"საქართველოს პრემიერმინისტრმა, ირაკლი ღარიბაშვილმა ბიზნესომბუდსმენად ოთარ დანელია დანიშნა. ირაკლი ღარიბაშვილი დღეს ოთარ დანელიას მთავრობის ადმინისტრაციაში შეხვდა და მომავალ საქმიანობაში წარმატება უსურვა.

მთავრობის მეთაურმა ხაზი გაუსვა, რომ ბიზნესის მხარდაჭერა საქართველოს ხელისუფლების პრიორიტეტია და აღნიშნულ სექტორს მაქსიმალური თანადგომა ექნება, ვინაიდან ბიზნესის განვითარება ეკონომიკის ზრდისა და ახალი სამუშაო ადგილების შექმნის წინაპირობაა. პრემიერმინისტრმა ბიზნესომბუდსმენს კონკრეტული დავალებები მისცა და აღნიშნა, რომ მნიშვნელოვანია ბიზნესთან ღიად თანამშრომლობა, ნაკლები ბარიერები და რაც შეიძლება მინიმალური ბიუროკრატია. შეხვედრაზე ასევე ხაზი გაესვა, რომ მნიშვნელოვანია მაქსიმალურად გაუმარტივდეს ბიზნესს სახელმწიფო სერვისებზე ხელმისაწვდომობა.

ოთარ დანელია დღემდე ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის პირველი მოადგილის თანამდებობას იკავებდა, ხოლო საქართველოს ბიზნესომბუდსმენის მოვალეობას ბიზნესომბუდსმენის მოადგილე, ნინო კვეტენაძე ასრულებდა". - წერია საქართველოს მთავრობის ფეისბუქის გვერდზე.

კომენტარები