სოციალურ ქსელში გავრცელებულ ვიდეოში GAMA-ს მებრძოლი ნიკოლოზ "CRAZY" ბოკელავაძე, სავარაუდოდ თბილისში, რუსული სიმღერის ფონზე ცეცხლსასროლი იარაღიდან ისვრის.
ვიდეოში ჩანს, რომ ბოკელავაძე "ჟიზნ ვარამ" სიმღერის დროს, მაგიდიდან დგება და იარაღიდან რამდენჯერმე ისვრის.
ცნობისთვის, ბოკელავაძის ძმა, თეიმურაზ ბოკელავაძე 2025 წლის ადგილობრივი არჩევნების დროს პარტია მამული, ენა სარწმუნოებიდან თბილისის მერობის კანდიდატი იყო.





