გასროლა ცეცხლსასროლი იარაღიდან

ბრალი წარედგინა პირს, რომელმაც მცხეთაში რესტორანში რამდენჯერმე გაისროლა

პროკურატურის ცნობით, ბრალი წარედგინა პირს, რომელმაც მცხეთაში, რესტორან მარანი ჰოლში ცეცხლსასროლი იარაღიდან რამდენჯერმა გაისროლა.

უწყების ინფორმაციით, გამოძიებით დადგინდა, 7 ივნისს, მცხეთაში, რესტორან მარანი ჰოლში ყოფნისას, სხვის სახელზე რეგისტრირებული AERO PRECISION X15-ის მოდელის ცეცხლსასროლი იარაღიდან კ.ნ.-მ უკანონოდ რამდენჯერმე გაისროლა.

პროკურატურამ ბრალდებულ კ.ნ.-ს სისხლის სამართლის კოდექსის 236-ე მუხლის მე-3 ნაწილით (ცეცხლსასროლი იარაღის მართლსაწინააღმდეგო შეძენა) წარუდგინა ბრალდება, რაც 3-დან 6 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

"პროკურატურა ბრალდებულის მიმართ აღკვეთის ღონისძიების გამოყენების შუამდგომლობით სასამართლოს კანონით დადგენილ ვადებში მიმართავს. სისხლის სამართლის საქმეზე გამოძიება გრძელდება". – ვკითხულობთ განცხადებაში.

კომენტარები