მთლიანობაში ძალიან ცუდი ფაქტი მოხდა. დაჭრილებს ვუსურვებ გამოჯანმრთელებას. 90-იანი წლები დაბრუნდა მარნეულში, ხალხი ავტომატით დარბის, არაფერს ერიდებიან. ხდება ჩაცხრილვა და ასეთი კრიმინალური ფაქტები. მარნეული ერთგვარად ავღანეთს დაემსგავსა იმით, რომ ყველა არჩევნების წინ, ან არჩევნებზე რაღაც უნდა მოხდეს. რაც ინფორმაციები მაქვს, ყველაფერი მაქვს ჭორის დონეზე, თუმცა პოლიტიკურ მოტივს უფრო მეტად გამოვრიცხავ.
tbl.ge/2km8
დაკოპირდა

განაცხადა ინტერპრესნიუსთან ნაციონალური მოძრაობის მარნეულის მერობის კადიდატმა აზერ სულეიმანოვმა მარნეულში მომხდარი ინციდენტის შესახებ, როდესაც 4 ადამიანი, მათ შორის ქართული ოცნების მაჟორიტარობის კანდიდატი და მოქმედი დეპუტატი ცეცხლსასროლი იარაღით დაჭრეს.
ამავე თემაზე
- სროლის ფაქტზე, რომელშიც GAMA-ს მებრძოლი ბოკელავაძე ფიგურირებს, შსს-მ გამოძიება დაიწყო
- "ჟიზნ ვარამ" ყვირილის ფონზე ნიკა "CRAZY" ბოკელავაძე იარაღიდან ჰაერში ისვრის [VIDEO]
- პირს, რომელმაც მცხეთაში რესტორანთან რამდენჯერმე გაისროლა, 20 000-ლარიანი გირაო შეეფარდა
- ბრალი წარედგინა პირს, რომელმაც მცხეთაში რესტორანში რამდენჯერმე გაისროლა
- თამარაშვილის ქუჩაზე სროლა იყო, დაჭრილია 2 ადამიანი




