ყოფილი მაღალჩინოსნების საქმეები

პაპუაშვილი: იმედი ნაკლებია, რომ კანონს პატივს სცემენ და გახარიას გადმოგვცემენ

იცით, რომ გიორგი გახარიას წინასწარი პატიმრობა შეეფარდა, დანარჩენი პროკურატურის პროცედურებია. მე მისი [გადმოცემის] დიდი იმედი არ მაქვს. იმ პირობებში, როცა ზურაბ ადეიშვილი ბუნდესტაგის საპატიო ლოჟაში იჯდა, დავით კეზერაშვილი ევროკავშირის ტერიტორიაზე თავისუფლად გადაადგილდება და თავის დროზე, მიხეილ სააკაშვილი, მსჯავრდებული ადამიანი თავისუფლად გადაადგილდებოდა, მათ შორის გერმანიაში, რა თქმა უნდა, იმედი ნაკლებია, რომ კანონის უზენაესობას პატივს სცემენ და მას ქართულ მართლმსაჯულებას გადასცემენ. თუმცა, ვნახოთ.

თქვა ივანიშვილის პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა.

13 ნოემბერს, ექსპრემიერ გიორგი გახარიას 20 ივნისისა და ე.წ. ჩორჩანას საქმეებზე აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა დაუსწრებლად შეეფარდა.

კომენტარები