გამოცემა Reuters-ის ინფორმაციით, ტაივანის ვიცეპრეზიდენტმა, სიაო მეიცინმა 7 ნოემბერს უჩვეულო და იშვიათი ვიზიტი გამართა ბელგიაში და ევროპარლამენტში დეპუტატებთან შეხვედრაზე ისაუბრა. ხოლო Euronews-ის ცნობით, ტაივანის ვიცეპრეზიდენტმა ევროკავშირს უსაფრთხოებისა და ვაჭრობის კუთხით ურთიერთობების გაძლიერებისკენაც მოუწოდა.
ტაივანს ევროპაში ფორმალური დიპლომატიური კავშირები მხოლოდ ვატიკანთან აქვს, თუმცა იყო შემთხვევები, როცა გარკვეულმა ქვეყნებმა, მათ შორის, გაერთიანებულმა სამეფომ, საფრანგეთმა, ლიტვამ და პოლონეთმა, უგულებელყვეს პეკინის პრეტენზიები ქვეყანაში მოქმედი ან ყოფილი ტაივანელი მაღალჩინოსნებისთვის ვიზიტის გამართვის ნების დართვის თაობაზე.
მიუხედავად იმისა, რომ ხანდახან ტაივანის საგარეო საქმეთა მინისტრებს ვიზიტები ჰქონდათ გამართული ევროპასა და მსოფლიოს სხვა ნაწილებში, რომლებთანაც ტაივანს ფორმალური კავშირები არ აქვს, ვიცეპრეზიდენტის დონეზე ვიზიტის გამართვა უფრო იშვიათია ჩინეთის მხრიდან საპასუხო რეაქციის რისკიდან გამომდინარე.
გამოცემის ცნობით, მეიცინმა ჩინეთი ჩინეთზე საპარლამენტთაშორისო ალიანსის ყოველწლიურ ალიანსზე ილაპარაკა, რომელიც ბრიუსელში, ევროპარლამენტში გაიმართა.
"ევროპა თავდასხმის ქვეშ მყოფ თავისუფლებას იცავდა და ტაივანი წნეხის ქვეშ მყოფ დემოკრატიას იცავდა," ციტირებს ალიანსი შეხვედრაზე სიაოს მიერ წარმოთქმულ სიტყვას.
"მე აქ ვდგავარ, როგორც ხმა იმ საზოგადოების, რომელიც ღრმად არის ერთგული იდეალების მიმართ, რომელიც მსოფლიოში დემოკრატიის პარლამენტებს აცოცხლებს," დაამატა მან.
ევროკავშირში ჩინეთის მისიამ პრესბრიფინგზე განაცხადა, რომ სიაოს ვიზიტი "სერიოზულად არღვევს ერთი ჩინეთის პრინციპს და წარმოადგენს სერიოზულ ჩარევას ჩინეთის შიდა საკითხებში და ძლიერ უთხრის ძილს ორმხრივ პოლიტიკურ ნდობას ჩინეთსა და ევროკავშირს შორის."
ტაივანის პრეზიდენტის სამსახურმა განაცხადა, რომ სიაოს, რომელიც აშშ-ში ტაივანის დე ფაქტო ელჩი იყო, ბრიუსელში თან ახლდა ტაივანის საგარეო საქმეთა მინისტრი, ლინ ძიალონგი.





