ტაივანი

ტაივანის თქმით, აშშ ცდილობს, მათთვის F-16 ტიპის ავიაგამანადგურებლების მიწოდება დააჩქაროს

ბელგიისა და ნიდერლანდების F-16-ის ტიპის ავიაგამანადგურებლები
Jerry Lampen/Getty Images

ტაივანის თავდაცვის სამინისტრომ 3 ნოემბერს განაცხადა, რომ აშშ დამატებით ძალისხმევას ხარჯავს, რათა ტაივანისთვის განკუთვნილი F-16V ტიპის ავიაგამანადგურებლების წარმოება დააჩქაროს მაშინ, როცა მიწოდების ჯაჭვში არსებული პრობლემების გამო ტაივანისთვის აშშ-ს მიერ წარმოებული საავიაციო ბომბების გაგზავნაც დაგვიანდა.

დეპუტატებისთვის განკუთვნილ ანგარიშში ტაივანის თავდაცვის სამინისტრომ განაცხადა, რომ 66 ერთეული F-16V ტიპის ავიაგამანადგურებლის მიწოდება, რაც 2026 წლის ბოლოსთვის იყო მოსალოდნელი, წარმოების ხაზების სხვაგან გადატანისა და შეფერხებების გამო გადაიდო.

სამინისტროს თქმით, წარმოების დასაჩქარებლად კონტრაქტორები ორი ცვლით მუშაობენ, რომლის ხანგრძლივობაც დღეში 20 საათს აღწევს. სამინისტრო ასევე აღნიშნავს, რომ ტაივანი პროგრესს მონიტორინგს უწევს, რათა უზრუნველყოს, რომ ვალდებულებების შესრულება მოხდეს. 

პარლამენტში სიტყვით გამოსვლისას თავდაცვის მინისტრმა უელინგტონ კუმ განაცხადა, რომ ტაივანი და აშშ შეფერხებებზე მუშაობენ. მისი თქმით, Lockheed Martin-ის თვითმფრინავთაგან 50 ერთეული უკვე წარმოების ხაზზე იმყოფება. მათგან 10 კი მოსალოდნელია, რომ ფრენის გამოცდას მიმდინარე წელს გაივლის, ხოლო ტაივანისთვის მათი მიწოდება 2026 წლისთვის მოხდება. 

კომენტარები