არგენტინა

არგენტინის საპარლამენტო არჩევნებში ხავიერ მილეის პარტიამ გაიმარჯვა

ხავიერ მილეი
© picture alliance / Juan Carlos Rojas

არგენტინაში, კვირას, 26 ოქტომბერს გამართულ არჩევნებში, პრეზიდენტ ხავიერ მილეის პარტიამ-La Libertad Avanza (თავისუფლება წინ მიიწევს)  დამაჯერებელი გამარჯვება მოიპოვა. პარტიამ საერთო ხმების თითქმის 41% აიღო, რის შედეგადაც სენატის 24 ადგილიდან 13 დაიკავა და პარლამენტში 127-დან 64 დეპუტატის ყოლის უფლება მიიღო.

არჩევნებამდე მილეის პარტიას მხოლოდ 7 ადგილი ჰქონდა სენატში და 37 მანდატი პარლამენტში. მილეის გაპრეზიდენტებიდან 2 წლის თავზე მიღწეული ეს წარმატება არგენტინის მთავრობას საკუთარი დერეგულაციის და ხარჯების შემცირების პოლიტიკის გატარებას მეტად გაუმარტივებს.

''არგენტინისთვის დაანონსებული 40 მილიარდიანი ფინანსური დახმარება  მთლიანად დამოკიდებული იქნება იმაზე, თუ რამდენად შეძლებს მილეი პოლიტიკური მომენტუმის შენარჩუნებას,'' – თქვა აშშ-ს პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა არჩევნების წინ.

მილეიმ გამარჯვება ბუენოს აირესში საკუთარ მხარდმაჭერებთან ერთად იზეიმა. აღსანიშნავია, რომ არჩევნებში ამომრჩეველთა აქტივობა-67.9% იყო, რაც არგენტინის საპარლამენტო არჩევნებისთვის  ბოლო ათწლეულების ყველაზე დაბალი მაჩვენებელია.

კომენტარები