არგენტინის დედაქალაქის, ბუენოს აირესის ერთ-ერთ მნიშვნელოვანი პროვინციის არჩევნებში ქვეყნის პრეზიდენტის, ხავიერ მილიეს პარტიის კანდიდატი დამარცხდა.
ხმების 82.2%-ის დათვლის შედეგად, არჩევნებში პირველი ადგილი პერონისტების კოალიციის Fuerza Patria-ს კანდიდატმა, აქსელ კისილოფმა დაიკავა ხმების 46.8%-ით, მეორე ადგილზე კი მილეის კოალიცია La Libertad Avanza-ს კანდიდატი გავიდა 33.8%-ით.
პრეზიდენტმა მილეიმ პროვინციის ადგილობრივ არჩევნებში თავისი კოალიციის "აშკარა დამარცხება" აღიარა და აღნიშნა, რომ დაშვებული იყო "გარკვეული შეცდომები, რომლებიც გამოსწორდება".
"კურსი არ შეიცვლება, არამედ გაორმაგდება". - დაამატა მილეიმ.




![კუსტარული ნარკოლაბორატორია აღმოვაჩინეთ, ამოღებულია 7 კგ-მდე ნარკოტიკი - შსს [VIDEO]](https://api.tabula.ge/files/styles/news_thumb_md/public/photos/2026/07/ass.png.jpg?itok=71JE_M-6)
