აქცია რუსთაველის გამზირზე

"ტაქსისტს დაარტყა, პოლიციის მანქანა დააზიანა" - თამარ ლორთქიფანიძეს ბრალდება წარედგინა

თამარ ლორთქიფანიძეს, რომელიც აქციაზე პოლიციის მანქანაზე ავიდა, ძალადობისა და პოლიციელის სატრანსპორტო საშუალებაზე თავდასხმის ფაქტზე ბრალდება წარუდგინეს.

უწყების ცნობით, ლორთქიფანიძემ "ტაქსის მძღოლს სახის არეში დაარტყა", პოლიციის მანქანის სახურავზე ავიდა და  "ფეხების დარტყმით განზრახ დააზიანა. ბრალდებულის ქმედებამ 3 300 ლარის ოდენობით ზიანი გამოიწვია."

დანაშაული 4-დან 7 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს

"საქართველოს პროკურატურამ ძალადობის და პოლიციელის სატრანსპორტო საშუალებაზე თავდასხმის ფაქტზე ერთ პირს ბრალდება წარუდგინა.

შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ ჩატარებული გამოძიებით დადგინდა, რომ 2025 წლის 22 ოქტომბერს, საღამოს საათებში, თბილისში, რუსთაველის გამზირზე, საქართველოს პარლამენტის მიმდებარე ტერიტორიაზე, ბრალდებულმა ტაქსის მძღოლს სახის არეში დაარტყა, რის შედეგადაც დაზარალებულმა დაზიანება მიიღო.

ასევე ბრალდებული საზოგადოებრივი წესრიგის დაცვის დროს, თავს დაესხა შსს საპატრულო პოლიციის ავტომანქანას, ავიდა მის სახურავზე და ფეხების დარტყმით განზრახ დააზიანა. ბრალდებულის ქმედებამ 3300 ლარის ოდენობით ზიანი გამოიწვია." - წერია პროკურატურის განცხადებაში. 

კომენტარები