აქცია რუსთაველის გამზირზე

ცუცქირიძე: გადადგეს ეს ბანდიტების მთავრობა, გათავისუფლდნენ უდანაშაულო ადამიანები

ერთი წლის განმავლობაში ჩვენ ვითხოვდით თავისუფალ არჩევნებს და პოლიტმატიმრების გათავისუფლებას და დღეს ჩვენ ვიკრიბებით აქ, რათა ყველამ ერთად, მათ შორის, დაპატიმრებული ადამიანების სახელით ვთქვათ, გადადგეს ეს ბანდიტების მთავრობა, გათავისუფლდნენ უდანაშაულო ადამიანები, ჩატარდეს თავისუფალი არჩევნები.

ჩვენ ყველამ ერთისთვისაც უნდა ვიბრძოლოთ და ერთმაც უნდა იბრძოლოს ყველასათვის, ამიტომ

მე მინდა გთხოვოთ, გავიმეოროთ ჩვენი ბრძოლის ახალი წესი ერთად, ერთი ყველასათვის, ყველა ერთისთვის, გამარჯვებისთვის, ბოლომდე გამარჯვებისთვის!

თქვა თავისუფლების მოედნის ლიდერმა, ლევან ცუცქირიძემ უწყვეტი პროტესტის 333-ე დღეს რუსთაველზე გამართულ აქციაზე. 

კომენტარები