აქცია რუსთაველის გამზირზე

ჩერგოლეიშვილი: ვინც პროტესტს გულშემატკივრობთ, გთხოვთ, დარეგისტრირდეთ წინააღმდეგობის გვერდზე

"ნუ შეურაცხყოფთ სახლსა ჩვენსა და ნუ მიატოვებთ სიყვარულს ბერძენთასა" - ეს სიტყვები ვახტანგ გორგასლის ანდერძიდანაა, მე მჯერა, რომ ეს ანდერძია ამ პროტესტის ძრავიც, ეს ანდერძი განსაზღვრავს ჩვენს იდენტობას და რეჟიმს ვუპირისპირდებით სწორედ იმიტომ, რომ ის შეურაცხყოფს ქართველობას, დასავლეთს გვიცხადებს მტრად და ვახტანგ გორგასალს სულში აფურთხებს.

მე მჯერა, რომ სწორედ ეს სულისკვეთება იქნება ის, რაც რეჟიმს თრგუნავს, მე მჯერა, რომ სწორედ ამ სულისკვეთებამ გააჩინა ის ბზარები, რის გამოც დღეს რეჟიმის ყურმოჭრილ მონას უფრო ეშინია რეჟიმის შურისძიების, ვიდრე ჩვენ, საქართველოს რიგით მოქალაქეებს, რომლებმაც სინდისი არ გავყიდეთ და სამშობლოს ვიცავთ, იმ დრაკონული ზომების მიუხედავად, რომელსაც მთავრობა უძალობისგან იღებს.

ერთადერთი, რაც ჩვენ გვჭირდება იმისთვის, რომ რეჟიმი ბოლომდე მოვგუდოთ პოლიტიკურად არის უკეთესი ორგანიზება, ამიტომ ყველას, ვინც ამ პროტესტს გულშემატკივრობთ, გთხოვთ, რომ დარეგისტრირდეთ წინააღმდეგობის გვერდზე და გაგვაგებინოთ ვინ ხართ, იმისთვის რომ უკუკავშირი შევძლოთ, უკეთ ვორგანიზდეთ, უკეთ დავიცვათ ერთმანეთი, არ დავაჭერინოთ რეჟიმს არავინ, იმისთვის რომ პროტესტი რეჟიმს უფრო ძვირი დავუსვათ, ვიდრე ჩვენ და გავიტანოთ გოლი.

თქვა ფედერალისტების ლიდერმა, თამარ ჩერგოლეიშვილმა უწყვეტი პროტესტის 333-ე და 2024 წლის არჩევნების ერთი წლის თავზე რუსთაველზე გამართულ აქციაზე. 

კომენტარები