4 ოქტომბრის აქციის საქმეზე დაკავებულ კიდევ ათ პირს - გენადი კელიხაშვილს, დათო ღურწკაიას, რამაზ ჯორბენაძეს, ჯანდრი თირქიას, გია თოლორაიას, გური ჟვანიას, კახაბერ კვაჭანტირაძეს, სიმონ მახარაძეს, ავთანდილ თოფჩიშვილს და მიხეილ თოლორაიას აღკვეთის ღინისძიების სახით პატიმრობა შეეფარდათ - გადაწყვეტილება მოსამართლე ლელა კილიჩენკომ მიიღო.
IPN-ს ცნობით, პროკურატურა მათ სტრატეგიული და განსაკუთრებული მნიშვნელობის მქონე ობიექტის ჯგუფურად ხელში ჩაგდების მცდელობას, ჯგუფური ძალადობის ორგანიზებასა და მასში მონაწილეობას ედავება.
ამავე საქმეზე დაკავებულ იური ლომიძეს, დავით გიუნაშვილს, თემურ ქურციკიძეს და გიორგი ტალახაძეს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა, ხოლო მარიამ მეყანწიშვილს 10 000-ლარიანი საპატიმრო გირაო შეეფარდათ - გადაწყვეტილება ამ შემთხევაშიც კილიჩენკომ მიიღო.
4 ოქტომბრის აქციის საქმეზე გუშინ კიდევ 16 პირი დააკავეს. ამის შესახებ ივანიშვილის შს მინისტრმა გეკა გელაძემ ბრიფინგზე განაცხადა. ჯამში, დაკავებულია 62 ადამიანი. გელაძის თქმითვე, უცხოეთში მყოფ კიდევ ორ პირზე დაწყებულია სისხლის სამართლებრივი დევნა, ერთერთი - შსს-ს ყოფილი მაღალჩინოსანი ირაკლი შაიშმელაშვილია, რომელსაც პატიმრობა დღეს უკვე შეეფარდა.





