საქართველო-ფინეთი

კალაძე ვალტონენზე: "აკაცუკების" პატრონი ჩამოვიდა თავის შვილებთან

"ძალიან სამწუხარო ფაქტი იყო, როდესაც ვხედავთ ამ ტიპის ნაბიჯებს, თუმცა, გასაკვირიც არ არის, გასაკვირიც არ არის, იმიტომ, რომ ჩამოვიდა თავის შვილებთან, იცით, რომ გარედან ფინანსდებიან ეს ძალადობრივი ჯგუფები, რომლებიც რუსთაველზე იკრიბებიან - რამდენიმე აკაცუკი შეიკრიბება, გადაკეტავს გზას, ძალიან დიდ დისკოფორტს უქმნის დედაქალაქის მოსახლეობას და ჩამოვიდა მათი პატრონი, რომ მოენახულებინა საკუთარი შვილები - ეს არის რეალობა. 

იცით რა არის ყველაზე მთავარი და მნიშვნელოვანი? - საზოგადოება, ჩვენი ქვეყნის მოსახლეობა უკვე ყველაფერს ხვდება, ყველაფერი უკვე ხელისგულზეა, ცხადია, როგორ, საიდან, ვის რა ინტერესი აქვს ჩვენს ქვეყანასთან მიმართებაში.

ამბობს ივანიშვილის მერი, კახა კალაძე  ფინეთის საგარეო საქმეთა მინისტრისა და ეუთო-ს (OSCE) მოქმედ თავმჯდომარე, ელინა ვალტონენზე.

კომენტარები